“ორი საათის შემდეგ, პირბადე, აღარ ასრულებს მოვალეობას და პირიქით, შეიძლება დასნებოვნების წყარო გახდეს” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცახადა. მისი თქმით, საჭიროა პირბადე 2 საათში ერთხელ იცვლებოდეს რადგან 2 საათის შემდეგ ის დაცვის მაგივრად დასნებოვნების წყარო ხდება.
„რაღაცნაირად უნდა ვთქვათ ამ აქციებთან დაკავშირებით, ეს პოლიტიკა შემოიჭრა ჩვენში და მედიცინას და ჩვენ ძალიან გვაზარალებს.იცით რა, თითქოს ვიღაცას უკეთია პირბადე, როდესაც ასეთი ხალხმრავლობაა. თუ სოციალური დისტანცია არ არის, თუ მთელი დღის განმავლობაში ადამიანი დგას, თუნდაც სადღაც საათების განმავლობაში, ეს პირბადე აბსოლუტურად არ ასრულებს თავის მოვალეობას.
ორი საათის შემდეგ, პირბადე, რომელიც უკეთია ადამიანს, აღარ ასრულებს მოვალეობას და პირიქით, შეიძლება დასნებოვნების წყარო გახდეს. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დისტანციის დაცვა, რომელსაც ვერ დაიცავთ ასეთ შეკრებებზე და ღონისძიებებზე”- განაცხადა მარინა ენდელაძემ.