კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, Pfizer-ზე პირველი 2 საათის განმავლობაში 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, რეგისტრაციის ვებგვერდი პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა, თუმცა დაახლოებით ნახევარ საათში პრობლემა მოიხსნა.
„დღეს 12 საათზე დაიწყო რეგისტრაცია. 12:00 საათიდან ამ დრომდე [14 სთ-მდე] ფაიზერზე დარეგისტრირებულია 107 157 მოქალაქე. პირველი 10-15 წუთი დიდი ნაკადის გამო საიტის მუშაობა შედარებით ნელი იყო, თუმცა ნახევარ საათში ეს პრობლემა სრულად მოიხსნა. ამჟამად საიტის მუშაობაში შეფერხება არანაირი არ აღინიშნება”, – აცხადებს თამარ გაბუნია.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ფაიზერზე მოსახლეობის აქტიურობა მოსალოდნელი იყო, რადგანაც წინასწარი რეგისტრაციის დროს დიდმა ნაწილმა სწორედ ამ ვაქცინას მიანიჭა უპირატესობა.