“10-მდე შემთხვევას ჩვენ ვსწავლობდით, იქიდან დადგინდა “დელტა” და “დელტა+”, ძირითადად. 2-ზე მიმდინარეობს კიდევ ღრმა ლაბორატორიული კვლევა, სადაც უფრო მეტი ეჭვი გვაქვს. მოდის დღეში 1-2 ასეთი საეჭვო შემთხვევა, ჯერ ბევრი არ არის.

გრძელდება სტაბილიზაციისკენ სვლა ნელი ტემპით, რასაც ყოველდღიურად აღვნიშნავთ. დილისთვის 2195 შემთხვევაა. ასევე, მყარად გვაქვს ბოლო 1-2 კვირაა შემცირების ტენდენცია დადებითობის მაჩვენებლის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალი რჩება გარდაცვალება”

ამბობს NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.