”1 000-დან 2 000 ინდივიდზე, რომლებიც საქართველოში ძალაუფლების სათავეში არიან. მათ უნდა დაუწესდეთ რეალური სანქციები”. – ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება დასანქცირებული ადამიანის ოჯახის წევრზეც.
“რეალური პროგრესი, რომლის მიღწევის წინაშეც ჩვენ ვართ, არის ისეთი სავიზო რეჟიმის მიღება, რა შემთხვევშიც შესაძლებელი გახდება ჩამოვთვალოთ ადამიანები და არა განვსაზღვროთ მაგალითად, პასპორტის სახეობები ან ფერები. ანუ ჩამოთვლილი იქნებიან ადამიანები, რომლებსაც აეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა. მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას გასულ კვირას ევროპარლამენტში მხარი დავუჭირეთ, ამ მექანიზმის საბოლოო მიღებამდე ბევრი აღარ დარჩა.
ეს არის გზა, რომ გვერდი ავუაროთ ვეტოს ევროპულ საბჭოში, რადგანაც ახლა გადაწყეტილება ევროკომისიის ხელშია. მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევქმენით, საშუალებას აძლევს კომისიას თვითონ გამოყოს გამონაკლისი შემთხვევები სავიზო რეჟიმში. ეს არის ახალი ჩარჩო არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კიდევ ათეულობით ქვეყნისთვის. კერძოდ, ამ მექანიზმის მიხედვით, გამონაკლისი იმუშავებს 3 წლის განმავლობაში.
ვიმეორებ, ამ მექანიზმით, შესაძლებელი იქნება იმ ადამიანების ჩამოთვლა, რომლებსაც ევროკავშირში გასამგზავრებლად ვიზა აღარ მიეცემათ. აღარ იმუშავებს ორი პასპორტის ქონის ხერხი, ასევე არ იქნება გამონაკლისები ოჯახის წევრებზე.
მაგალითად, ვხედავთ რეჟიმის ერთ-ერთი წამყვანი კლეფტოკრატის ცოლის ფოტოს, რომელის პარიზის მოდის კვირეულზე იმყოფება – ამ ხალხისთვის ეს აღარ მოხდება. პარლამენტში ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისია ამ მექანიზმს ბრძნულად გამოიყენებს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.