მხოლოდ 2019 წლის ივლის-აგვისტოში მთავრობამ 2 ტენდერით 18 მილიონი ლარის ავტომანქანები შეისყიდა; ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანიის, სს “ფრანს ავტოს” დამფუძნებელი სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ძმა, ავთანდილია;
ფრანს ავტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგორიშვილია, რომელიც ტარიელ ხეჩიკაშვილის დაფუძნებული “იბერია ბიზნეს ჯგუფის” დირექტორია.ფრანს ავტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე გოგორიშვილმა ტარიელ ხეჩიკაშილი 2015 წელს ჩაანაცვლა.
“ფლანგვის დეტექტორი” ასევე აქვეყნებს ინფორმაციას, რომელ საჯარო უწყებას ჰყავს ყველაზე ემტი ავტომობილი.
2017-2018 წლის მონაცემებით მთავრობის ბალანსზე 5,141 ავტომანქანა ირიცხებოდა. ყველაზე ბევრი – 4,283 ავტომობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრებაში იყო.
2019 წლის ივლისში მთავრობამ 9.6 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რათა შეესყიდა 2019 წლის გამოშვების 200 სედანის ტიპის ახალი ავტომანქანა. ხოლო მომდევნო თვეს, კვლავ ახალი ტენდერი გამოაცხადა, ამჯერად 9 მილიონი ლარის ღირებულების, რათა 135 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეესყიდა.
ორივე ტენდერში ერთმა და იმავე კომპანიამ “სს ფრანს ავტომ” გაიმარჯვა. ეს კომპანია პირველ ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილეობდა, მეორე ტენდერი კი უმცირესი ფასით მოიგო და საერთო ჯამში 335 ავტომანქანა მისგან შეისყიდეს. კომპანიამ მთავრობისაგან 18 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
“ფრანს ავტო” ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ავთანდილ ხეჩიკაშვილი ქართული ოცნების სპორტის ყოფილი მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის ძმაა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2015 წლამდე თავად ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო, სანამ მისივე თანხმობით დავით გოგორიშვილი ჩაანაცვლებდა.
დღეს დავით გოგორიშვილი ფრანს აუტოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს და ამავდროულად ტარიელ ხეჩიკაშვილის დაარსებული კომპანიის “იბერია ბიზნეს ჯგუფის” დირექტორი და ქართული ოცნების შემწირველია.
2014 წლიდან დღემდე ფრანც ავტომ 30 მილიონის ღირებულების ტენდერები მოიგო.