“ორიოდ კვირაში მივემგზავრები ვიზიტით ვაშინგტონში და იქაც მექნება პერსონალური შეხვედრები სენატორებთან, კონგრესმენებთან და სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა. ამიტომ ყველა ფრონტზე იქნება იქნება აქტიური მუშაობა ნაციონალური მოძრაობისგან.
მე ვხედავ მზადყოფნას, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქართველი ხალხი საარჩევნო პროცესში არ იყოს მარტო პირისპირ რეჟიმთან. ეს უკვე ნახევრად გაკეთებული საქმის ტოლფასია. როდესაც ევროპის წამყვანი სახელმწიფოებიდან და აშშ–დან უამრავი დამკვირვებელი იქნება, ივანიშვილს და მის რეჟიმს არ იქნება იმის ფუფუნება, რაც ჰქონდა შარშან”
განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ.