მთავარი არხი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ. გვარამიას თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მძევლებიდან 2 მათგანი თავდამსხმელის ჯგუფის წევრები იყვნენ.
“ჩვენ უცნობმა წყარომ, იმის გამო რომ ჩვენი კადრებიდან ამოიცნო, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეს [თავდამსხმელი] არის ვინმე დათო ხვაბლიანი და 2 ადამიანი ვინც მძევლებში დაინახა, ამოიცნო რომ სინამდვილეში არიან მისი დაჯგუფების წევრები. ესენი არიან სენაკის მოქმედი ბრიგადის მოქმედი ჯარისკაცებიო. ვერტმფრენი სჭირდებათ იმისთვის, რომ სვანეთში გადავიდნენ და იქიდან სახმელეთო საზღვრით გადავიდნენ რუსეთშიო “,- ეუბნება გვარამია 112-ს.
მან ოპერატორს უთხრა, რომ ანონიმურობის დაცვის პრობლემა არ აქვს და სამართალდამცავებსაც გაესაუბრება, თუ ისინი ოფისში მივლენ.