2 საათში გირაოს თანხა, 40 000 ლარი სრულად შეგროვდა! – #სირცხვილია

მოძრაობა სირცხვილია აცხადებს, რომ 2 საათში ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი უკვე შეგროვდა.

“ანგარიშის ნომრის დადებიდან 2 საათში, გირაოს თანხა, 40 000 ლარი სრულად შეგროვდა!
მადლობა თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს!”, – წერს სირცხვილია.

დღეს მელაშვილი და ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.