2 წლის ბავშვი, რომელიც მდინარე ენგურში ჩავარდა, გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, ანაკლიაში მოხდა.
ბავშვი მდინარეში, თამაშის დროს ჩავარდა. ის წყლიდან მალევე ამოიყვანეს, თუმცა მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა.
2 წლის ბავშვი, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მოგვიანებით ბავშვის გადაყვანა ბათუმის იაშვილის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში გახდა საჭიროა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.