20 აპრილს 220 დაჭრილი და 50-ზე მეტი დაღუპული ოკუპანტი ნოვოიდარში გადაიყვანეს – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 20 აპრილს, რუსეთის დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების კიდევ ერთი პარტია (დაახლოებით 220 ადამიანი) და დაღუპული დამპყრობლების 50-ზე მეტი ცხედარი ნოვოიდარის ცენტრალურ რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

“გარდა ამისა, სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე სამხედრო არმიის 136-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა, რომელიც მოქმედებდა კურახივის მიმართულებით, განიცადა მნიშვნელოვანი მსხვერპლი (250-მდე კაცი) და დაკარგა 10-მდე თვითმფრინავი და არტილერია”,– აცხადებს გენშტაბი.

მათივე ცნობით, სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 სამხედრო არმიის 150-ე მოტომსროლელი დივიზიის პერსონალს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში იყო ჩართული, არ მიუღია მარტის თვის საბრძოლო საღსრები, რის გამოც სამხედროები უკმაყოფილებას და აღშფოთებას გამოხატავენ.