„დღეს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამისვა კითხვა რუსულ ენასთან დაკავშირებით. როგორ აჟრიალებთ ვიღაცებს რუსულ ენაზე. შეგახსენებთ, რომ 20 ათასი კაცი იყო შეკრებილი პარლამენტის წინ, როდესაც მათ დავით არახამიამ მიმართა რუსულ ენაზე და არავის გააჟრიალა. რატომ არ გააჟრიალა არავის? ეს არის ორმაგი სტანდარტი. ხელოვნურად ხდება პრობლემების წარმოქმნის მცდელობა. ქსენოფობია და შოვინიზმი თითიდან გამოწოვილია“,
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.