“20 ივნისის საგამოძიებო კომისიის შექმნა გახარიას ინტერესშიც უნდა იყოს “- ამის შესახებ, პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა. ბუაძის თქმით, 20 ივნისის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ყველა პოლიტიკური ძალის, ინტერესში უნდა იყოს.
“პასუხისმგებელი პირების წრე უნდა იქნას გამოკვეთილი და პირველ რიგში, ამ კომისიის მიერ. ამ კომისიის შემქნა უნდა იყოს ყველაპოლიტიკური ჯგუფის ინტერესში, პირველ რიგში ქართულუ ოცნების ინტერესში და მათ შორის, გიორგი გახარიას ინტერესში, რომელიც იმ დროს იკავებდა უმაღლეს თანამდებობას, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელი იყო აი ამ მოვლენებთან დაკავშირებით.პარლამენტში, აი ამ ჯგუფების მხარდაჭერა როგორი იქნება, ამას გვაჩვენებს დრო და ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ეს ბევრი პოლიტიკური ჯგუფისთვის”, – განაცხადა საბა ბუაძემ.