“გახსოვთ, როგორი იყო ამ გამოძიების პოლიტიკური კონტექსტი. თავის დროზე აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის ზეწოლით და ევროკავშირის ჩინოვნიკების ზეწოლით ჩვენ მოგვიწია ამნისტიის კანონის მიღება, რომლითაც სასჯელი არსებითად არ ვრცელდებოდა ორ მხარეზე – ერთი იყო ის მხარე, რომელიც აწყობდა დანაშაულებრივ შტურმს საქართველოს პარლამენტზე და ცდილობდა, დაემხო ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი და მეორე მხარეს ამნისტიის კანონი არსებითად გავრცელდა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძალიან საეჭვო გარემოებებში ისროლეს რეზინის ტყვიები.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რეკომენდაცია, რომელიც მოგვცა სტრასბურგის სასამართლომ – რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით დამატებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა ზოგადად მდგომარეობა აქამდე”
აცხადებს ამის შესახებ, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს, რეჟიმმა პარლამენტთან, 2019 წლის 20-21 ივნისთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი, ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტები.