ჩვენ საგამოძიებო კომისიაზე 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვები გვქონდა და გიორგი გახარიას მხრიდან პასუხები არადამაკმაყოფილებელი იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტი ფაქტად რჩება – 20 ივნისს ისეთი ნაბიჯები იყო გადადგმული, რომელიც საქართველოს ინტერესებს ნამდვილად არ შეესაბამებოდა.

ბევრი რამე იყო. მაგალითად, პოლიცია პარლამენტის ჭიშკრის გარეთ, პირდაპირ რადიკალური აქციის მონაწილეებთან რატომ იყო და არა შიგნით. ასევე, ბრძანება ვინ გასცა, გახარია დღემდე არ ამბობს. თავიდან ამბობდა, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებო, მერე კი ეს კომისიაზე უარყო, არც მე და არც ჩემს მოადგილეებს ბრძანება არ გაგვიციაო. ანუ, პრაქტიკულად, გამოვიდა, რომ პოლიციელებს შეაწმინდა ხელი. ამ კითხვებზე პასუხები საჭიროა.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.