20 ივნისს დაზარალებულები ევროკავშირს მიმართავენ

2019 წლის 20 ივნისის დაზარალებული სამოქალაქო აქტივისტები ევროკავშირს მიმართავენ და მოითხოვენ, რომ არ დაუშვან 20 ივნისის საქმეების ამნისტირება. ამ შინაარსის წერილი, აქტივისტებმა,   ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დატოვეს.

ერთ-ერთი აქტივისტის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა დგილობრივ პოლიტიკურ ძალებთან ერთად იპოვონ გამოსავალი, რომლითაც დაზარალებულების უფლებები არ შეილახება.

“სრულიად ამორალურია, პოლიტიკურად და სამართლებრივად არ არის გამართლებული, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის საჭირო იყოს მოძალადეების და დამნაშავეების ამნისტირება, რომლებიც საათების მანძილზე ჩვენს მოქალაქეებს ასახიჩრებდნენ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებთან ერთად იპოვონ ისეთი გზა, რომ ჩვენი უფლებები არ შეილახოს. ჩვენ გვაქვს სასამართლოში წარმოებული დავები და ამ დავების შეწყვეტა არის მიზანშეუწონელი”, – ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.