20 ივნისს რუსთაველზე დისტანციის წესის დაცვით შევიკრიბებით – გიგა მაქარაშვილი

ფოტო: Civil.ge

“სირცხვილიას” ერთ-ერთი აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, 20 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია ჩატარდება.

მაქარაშვილის თქმით, აქციაზე ჯანდაცვის რეკომენდაციები იქნება დაცული: სოციალური დისტანცია, პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები.

“20 ივნისს აუცილებლად შევიკრიბებით რუსთაველზე, მიუხედავად იმისა, რომ პარლაემტნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია, კალაძემ გვითხრა, რომ სულ 2 თვით გადავკეტავო და უკვე მეექვსე თვე დაიწყო და მთავარი საპროტესტო სივრცე შემოღობილია. თითქოს კახა კალაძე ამით შეაფერხებდა საპროტესტო მუხტს, მაგრამ თუ მანამდე 5000 კაცი სჭირდებოდა რუსთაველის გადაკეტვას, ახლა 500 კაციც ძალიან მარტივად დაეტევა, ეჭვი მაქვს რომ კალაძეს ამის გამო საყვედურსაც ეტყვიან.

ჩვენ დავდგებით დისტანციით დაცვით, მაქსიმალურად ვიქნებით ფრთხილად, გვექნება პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები. აქციაზე დაპატიჟებული იქნება ყველა ის პოლიტიკოსი, პარტია, რომელიც ამ წუთას იბრძვის ერთადერთის [ქართული ოცნების] წინააღმდეგ”, – თქვა მაქარაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.