დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 20-მდე მეტი ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა 19:00 საათზე ერთი წუთით ეთერი გათიშა.
მაუწყებლების ეკრანებზე გამოჩნდა წარწერა “სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს”.
სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ მაუწყებლები:TV პირველმა, კავკასიამ, მთავარმა არხმა, პალიტრამ, ფორმულამ, ტოკ ტვ-მა, მეცხრე არხმა, მარნეული ტვ-მ, თრიალეთმა, მეგა ტვ-მ, ბორჯომი ტვ-მ , გურიამ, მეცხრე ტალღამ, ოდიში ტვ-მ, იმერვიზია ტვ-მ და სხვებმა.
ტელევიზიების აქციას არ შეუერთდნენ: იმედი, რუსთავი 2, პირველი არხი, მაესტრო.
აქცია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად, მედიაკოალიციის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა და საზოგადოებისთვის აჭარის მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებს შეხსენებაა.
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ.