კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმენენ, პარალელურად კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა 20 სექტემბერს, 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია დააანონსეს.
“ქართული ხელოვნება და მეცნიერება საფრთხეშია. კულტურის სამინისტროს პოლიტიკა ანადგურებს კულტურას – ჩვენი ქვეყნის იდენტობისა და ჩვენი სიამაყის მთავარ საყრდენს.
რეპრესიული პოლიტიკა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობას, მიზანმიმართულად აფერხებს თანამედროვე ხელოვნების და მეცნიერების განვითარებას, ახშობს თავისუფალი და კრიტიკული პროფესიული აზრის გამოხატვას; ცდილობს კულტურის მოთვინიერებას, შეზღუდვას, სამთავრობო პროპაგანდის ინსტრუმენტად ქცევას.
20 სექტემბერს, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი “მინისტრის საათის” ფორმატში საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშს წარადგენს.
20 სექტემბერს, 18:00-ზე, პარლამენტის სამოქალაქო შესასვლელთან ვიკრიბებით, ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლები, ქართული კულტურის გულშემატკივრები. „სიმართლის საათის“ ფორმატში გავაჟღერებთ იმ უამრავ გადაუჭრელ პრობლემას, რომელთაც კულტურის სამინისტრი თავს ვერ ართმევს.
აქციაზე კულტურისა და მეცნიერების სექტორები დააყენებენ მკაფიო მოთხოვნებს.
არა ცენზურას!
კულტურა ცოცხალი და დამოუკიდებელია! – წერენ ორგანიზატორები.