მაინმარში საპროტესტო აქციების მონაწილე 20 წლის გოგონა, რომელიც პოლიციელის ტყვიით თავში დაიჭრა და 9 თებერვლის შემდეგ კლინიკაში იმყოფებოდა, დღეს, 19 თებერვალს გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ახალგაზრდა 9 თებერვალს დაშავდა, როდესაც სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი, რეზინის და ნამდვილი ტყვიები გამოიყენეს.
მაინმარში პროტესტი შეიარაღებული ძალების მიერ სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
მას შემდეგ, რაც სამხედროებმა ძალაუფლება მიიღეს, მაინმარში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ისინი ნოემბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად თვლიან, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ.