“იყო ხშირი საუბარი, თითქოსდა უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში. ეს არ არის მართალი. 2020-ში დაკეტილი იყო მთლიანად [საზღვარი] 2019-ს თუ შევადარებთ, არის დაახლოებით 70% შემოსული, რაც მაშინ შემოდიოდა, იმაზე ნაკლებია. ომის დაწყებიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში არის 20 000 ადამიანზე ცოტა მეტი, 20 100 რაღაცა შემოსული, მაშინ როცა, 2019-ში შემოსული იყო 40 000, ანალოგიურ პერიოდში”,

აცხადებს, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელუარი. მისი თქმით საქართველოს საზღვარზე უსაფრთხოება “მაქსიმალურად კონტროლდება”