20 ივნისის ამნისტიის კანონი ყველას შეეხება, პოლიციელებსაც – პაპუაშვილი

“20 ივნისის ამნისტიის კანონი ყველას შეეხება, პოლიციელებსაც -“ქართული ოცნების” დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 20 ივნისის ამნისტიის კანონი შეეხება ყველას, მათ შორის იმ პოლიციელებსაც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების გამო არიან ბრალდებულები.

“რა თქმა უნდა, შეეხება ყველას 20 ივნისთან დაკავშირებით ვისზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეები, პოლიციელებსაც. ამნისტია ეხება ისეთ საკითხებს, როდესაც არის სავარაუდო დანაშაული. ბრძანება დარბევის იქ არ ყოფილა, ეს იყო უკვე კანონიერ ფარგლებს გარეთ გასული პროტესტის შეწყვეტა, მე ეს ესე დავინახე და ასე დაინახა ჩემა საზოგადოებამ. დავინახე, რა თქმა უნდა, რომ იქ ხალხს მიადგა დაზიანება და ეს ძალიან სამწუხაროა, უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით არის საქმეები, აქედან გამომდინარე, საქმეც იმას შეეხება, რომ როცა ვსაუბრობთ ამნისტიაზე, ამნისტია ეხება ყველას”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.