მივმართავ სხვა თანამშრომლებსაც, 200 ათასი დოლარი იმასაც უნდა მივცეთ ჯილდოს სახით, ვინც სისტემას ამხელს. -თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა
”მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამაზე შევთანხმდეთ – 200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში.
დაიმახსოვრეთ, 200 ათას დოლარს მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს უბრალოდ არ ისვრის.
დააგდეთ ეგ გაზის იარაღი და როგორც კი იქნება სახელმწიფო და არა ბიძინა ივანიშვილის კანტორა, 200 ათას დოლარს მიიღებთ.
საიდან მოვიტანთ ამ ფულს? გადახედეთ, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური – რამდენია ამოსაღები ბიუჯეტისთვის.
თქვენ მიიღებთ ამ ჯილდოს. 200 ათასი დოლარი არის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი.
ასევე მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს – ცხადია, მაქვს ბევრი მასალა, ოღონდ არა მარტო მე, მასალები სხვადასხვა მიმართულებით არის დაცული.
ჟონავს, მათ შორის ადამიანის წამების ვიდეოები – როცა არბევდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.
ბიძინა ივანიშვილი რომ გიჟდებოდა ამაზე და გომელაურს თვალები რომ უცვიოდა, “ნახე, რა მაგარიაო” და კობახიძე-მდინარაძე ჩატებში რომ დაათრევდნენ “ეს რა მაგარია, ნახე რა მაგრად ურტყავსო”.
ვის ხელშია, რა ვიდეოებია, ძალიან ბევრია ასეთი.
მივმართავ სხვა თანამშრომლებსაც, 200 ათასი დოლარი იმასაც უნდა მივცეთ ჯილდოს სახით, ვინც სისტემას ამხელს.
ეს არ არის სიტყვების რახარუხი. თუ არადა, 4 ოქტომბერს, როცა გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას, ვინც გონს მოეგება, ხომ კარგი და ვინც არ მოეგება, ისინი ძალიან ინანებთ – ითანამშრომლეთ ქართველ ხალხთან.”- განაცხადა ხაბეიშვილმა.