$200 მლნ-ის ღირებულების საბრძოლო მასალა – ხარკოვში საიდუმლო საწყობი იპოვეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკოვის რეგიონში აღმოაჩინა საიდუმლო საწყობი, რომელშიც 200 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა ინახებოდა. აღნიშნული ტექნიკა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა.

“წინასწარი მონაცემებით, იქ არსებული ნაწილები განკუთვნილი იყო რუსეთის ფედერაციის დაზიანებული ტექნიკისთვის, რომლის შეკეთებას მტერი აპირებდა შეტევის დროს”, – ნათქვამია განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკისას ამოიღო 60 სატანკო ძრავა და ჯავშანტექნიკის დიდი რაოდენობით სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები, ასევე, 26 მართვადი რაკეტა.

უწყებამ დაადგინა, რომ ამ საწყობში არსებული აღჭურვილობა ადრე მოიპარეს სამხედრო არსენალებიდან, შემოსევის წინა დღეს კი საწყობის მფლობელები აპირებდნენ საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობას და აღჭურვილობით მტრის უზრუნველყოფას.

მათივე ცნობით, დანაშაულში მონაწილე პირები იდენტიცირებულები არიან და მიმდინარეობს ღონისძიებები მათ დასაკავებლად.