ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპროტესტო აქციების გამო უმრავლესობის წევრებს ემოციების დარეგულირება უწევთ.
“გვიწევს დეპუტატების შეკავება იმისათვის, რომ არ გამოხატონ ის ემოციები, რომლებიც აქვთ ამ გარე აქციასთან დაკავშირებით. ეს 100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომლებიც არიან პარლამენტის გარშემო, თუ ემოიებზე არის საუბარი.შეაფასონ საკუთარი რესიურსები და 200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ”, – განაცხადა კობახიძემ.