“200 ათას ვაქცინას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, მათი ათვისების გარანტია გვაქვს “- ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმთ, FDA-მ ფაიზერის ვაქცინას ვარგისიანობის ვადა გაუხანგრძლივა.
“ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის, დაახლოებით, 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტიაც ჩვენ გვაქვს. მაგრამ ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA- აღნიშნავს, რომ ფაიზერის ვაქცინებს კიდევ გაუგრძელდათ ვაქცინაციის ვადა 3 თვით და მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. გამომდინარე აქედან ეს რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით სრულიად არ მოხსნილი”, – თქვა მინისტრმა.