“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, რომელმაც თბილისში, სუს-ის შენობის ბლოკირება სცადა, ვარკეთილში გადაყვანის შემდეგ, ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. ჯაფარიძეს 200-ლარიანი ჯარიმა გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვის გამო დაუწერეს.
“173-ე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სასამართლო იქნებაო, რაზეც ვუტრაკებდი არ გამიგია თქვენი მოთხოვნა მანქანაში ვიჯექი მეთქი. პლიუს სატრანსპორტო საშუალების გამოყვანაზე, ცალკე ვარ მისასვლელი”, – თქვა ზურა ჯაფარიძემ.