დღეს 20 საათზე პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია “წინ ევროპიკენ“ დაიწყება, რომელსაც რეგიონებიდან წამოსული სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, პოლიტიკური პარტიები შეუერთდებიან. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამაღამ აქცია არ დაიშლება.
ვრცელდება ინსტრუქციები დღევანდელი აქციისთვის:
- აქციაზე წამოსვლამდე კარგად დაისვენეთ
- წამოიყოლეთ თბილი სამოსი
- ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი
- მობილურის დასატენი მოწყობილებები
- წამოიყვანეთ მეგობარი/მეზობელი/თანამშრომელი
- თან იქონიეთ აქსესუარები აქციისთვის:ბანერი, სასტვენი, მეგაფონი.
ადგილზე დაგახვედრებთ:
- გამართულ ინფრქსტრუქტურას
- დიდ ეკრანს
- უამრავ საინტერესო კუთხეს
- კვების ობიექტებს
- ცხელ სასმელს
- მშვიდობიანი აქციისთვის საჭირო ყველა ატრიბუტს
აქციის მოთხოვნა მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შემნაა, რომელმაც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე უნდა იმუშაოს.