მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.
კახაბერ ზურაბაშვილი სამხედრო იყო, რომელმაც საავიაციო სასწავლებელი უკრაინაში დაამთავრა. იყო ომის ვეტერანი.
“2000 წლიდან სამხედრო პირი იყო. ავიაციის უმაღლესი სასწავლებელი უკრაინაში დაამთავრა. შაბათ-კვირას ყოველთვის აქ იყო. დედა ჰყავს ჩავარდნილი ავადმყოფი და თვითონ უვლიდა. ძმაც დაღუპული ჰყავს, მამაც და ჩამოდიოდა ხოლმე შაბათ-კვირას, დედას უვლიდა. მარნეულში ცხოვრობდა, იქ მუშაობდა.” – ამბობს ტრაგიკულად დაღუპული პილოტის მეზობელი და ახლობელი.
დაღუპული პილოტი გორიდან იყო. ექსპერტიზის შემდეგ, მის ცხედარს სავარაუდოდ, სწორედ გორში გადაასვენებენ.