ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე ფიქრობს, საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუცია რუსეთმა მოაწყო.
“2003 წლიდან ვამტკიცებ, რომ რუსებმა გააკეთეს 2003 წლის ე.წ ვარდების რევოლუცია”,– თქვა ლადო კახაძემ მთავარი არხის ეთერში.
მისივე მტკიცებით, ოპოზიცია ქვეყნისთვის “არაკეთილ საქმეშია ჩართული”.
“მე ცოტა ნაწყენი ვარ ოპოზიციურ ფრთაზე, ცოტა კი არა, ძალიან, რადგან ქვეყნისთვის არაკეთილ საქმეში არიან ჩართულნი და ეს ყველაფერი ჩვენ მტერს, რუსეთს აძლევს ხელს. რუსების საქმე გააკეთეს ბევრი, თავის დროზე, იმ ფრთამ, სადაც წამყვანი ძალა ნაციონალური მოძრაობაა…”,– თქვა ლადო კახაძემ.