იყო ეს ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული და მას შემდეგ, შეიძლება, ითქვას, რომ პრაქტიკულად, მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ახალი ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე, რაღაც ახალი ქართველის, ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ მათ. რეალურად, ეს იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, რომ იტყვიან, ქართველობა.
განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით