“არავინ არაფერზე დუმს. სადაც ჭეშმარიტი ისტორიაა, ჩვენ იქ ვდგავართ.

ჩვენ ყველამ, ვისაც ნასწავლი გვაქვს და ვიცით საქართველოს ისტორია, ბუნებრივია, ვიცით რეალობაც. და თუ ვიცით ეს რეალობა, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია და ცალსახაა, რომ ამაზე რეაგირებას ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს არის მისი ცალსახა კომპეტენცია, უფლება და მოვალეობაც. ამიტომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნება.

დღეს ჩვენს საათებზე დღის პირველი ნახევარია. ჩვენ დაველოდებით რეაგირებას, თუ რა იქნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ ჩვენი ისტორიის სწორ ხაზს, რაც არის და რაც ვიცით, ვერავინ ვერც შეცვლის და ვერც სხვაგვარად წარმოაჩენს – ეს ვერ და არ იქნება”

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ირანის ელჩის, ალი მოჯადის განცხადებას გამოეხმაურა.