„აღნიშნულ სამიტზე, კატარში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ირაკლი ღარიბაშვილის, სადაც სწორი მესიჯები იქნა გაჟღერებული. არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა. დღეს გავდივართ ძალიან რთულ პერიოდს, როდესაც არის უდიდესი გამოწვევები, უდიდესი სირთულეები. შესაბამისად, ცხადია, ჩნდება კითხვები. როდესაც 2008 წელს დავკარგეთ ტერიტორიები, საქართველოში იყო ომი, სად იყო მხარდაჭერა, სად იყო თანადგომა, რატომ არ კეთდებოდა ეს განცხადებები, რატომ არ იყო სანქციები? ხომ გამოვიარეთ ეს სირთულეები, რა მივიღეთ ამით? დავკარგეთ ტერიტორიები, უამრავი ლტოლვილი, დაგვეღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ბიჭები, მათ სულებს ვენაცვალე. რა მივიღეთ? ეს ყველაზე დიდი უბედურება ხომ გამოვცადეთ საკუთარ თავზე. ამიტომ ძალიან მწარე მაგალითები გვახსოვს წარსულიდან და არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები, რომელიც დააზიანებს ამ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს, ემოციებით არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. უნდა გავაანალიზოთ კონკრეტული საკითხები და ისე გადავდგათ ნაბიჯები“
ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.