2008-ში უკრაინა-საქართველოსთვის MAP-ის არ მიცემით რუსეთის აგრესიას გზა გავუკვალეთ – მარკო მიჰელსონი

“2008-ში უკრაინა-საქართველოსთვის MAP-ის არ მიცემით რუსეთის აგრესიას გზა გავუკვალეთ ” – განაცხადა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰელსონმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გადაცემაში პოლიტიკა Bloomberg-თან ერთად.

”რაც მოხდა 2008 წლის აპრილში ბუქარესტში იყო სტრატეგიული შეცდომა, რომელიც NATO-ს მოკავშირეებმა დაუშვეს, ის რომ არ მისცეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა უკრაინას და საქართველოს. ამის არ გაკეთებით ჩვენ გზა გავუკვალეთ რუსეთის აგრესიას, პირველი რიგში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს და 2014 წლიდან დაწყებული უკრაინის წინააღმდეგ.

ამჟამად რუსეთი აცხადებს რომ NATO-ს მოკავშირეებმა ეს პარაგრაფი უნდა ამოიღონ 2008 წლის სამიტის დეკლარაციიდან, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოსთან და უკრაინასთან ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება გავაგრძელოთ. ვერ ვხედავ ვერც ერთ სხვა შესაძლებლობას თქვენი ქვეყნისთვის, უკრაინისთვის რომ დარჩეს სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა გარდა იმისა, რომ ალიანსის წევრი გახდეს. ნეიტრალიტეტი რუსეთის გვერდით ძალიან სახიფათო ნაბიჯია.” – განაცხადა მიჰელსონმა.