2008-ში შეცდომა დავუშვით საქართველოსთან, გვეგონა სააკაშვილის გამო ხდებოდა, ის ყველას აღიზიანებდა – ფიონა ჰილი

აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ფიონა ჰილი Unlocked-თან ვრცელ ინტერვიუში აცხადებს, რომ დასავლეთმა საქართველოსთან მიმართებაში შეცდომა დაუშვა, რადგან თვლიდნენ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შორის ომი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის გამო ხდებოდა და ამას პირად დაპირისპირებას უკავშირებდნენ.

  • „ბევრი შეცდომა დავუშვით საქართველოსთან მიმართებაში. შეფასების დიდი ნაწილი იყო, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის გამო ხდებოდა. ის ყველას აღიზიანებდა. იყო შეგრძნება, რომ ეს  პირადი დაპირისპირება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცხადი იყო, რომ ეს ასე არ ყოფილა და იყო უფრო ფართო საკითხი“. – განაცხადა ფიონა ჰილმა.