“ზუსტად 15 წლის წინ რუსეთმა გადაჭრით უპასუხა მზაკვრულ თავდასხმას ცხინვალზე და უხეშად მოიგერია აგრესორი. ჭკუასუსტი სააკაშვილის ზურგს უკან კოლექტიური დასავლეთი იდგა, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდა სიტუაციის არევას უშუალოდ რუსეთის საზღვართან. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა 5 დღის განმავლობაში, სწრაფად და მკაცრად დასაჯეს უსირცხვილო ნაციონალისტები. დაიცვეს მტრისგან ჩვენი ხალხი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. მისცეს ახალ ხელისუფლებებს განვითარების საშუალება რუსეთის მხარდაჭერით.[…]ჩვენს წინააღმდეგ პრაქტიკულად ღიად იბრძვის NATO-ს სრული სისტემა. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა, რათა გადავწყვიტოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანა. როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები კვლავ განადგურდებიან და რუსეთი მიაღწევს მშვიდობას, საკუთარი პირობებით. გამარჯვება ჩვენი იქნება!”.

აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის ექსპრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა  ამის შესახებ, ტელეგრამზე დაწერა.