2008 წელს მოქალაქეების დასაცავად ვიმოქმედეთ, საქართველოს მშვიდობა ვაიძულეთ – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ 2008 წელს, რუსეთმა საქართველოს ”მშვიდობა აიძულა” და ”საკუთარი მოქალაქეების დასაცავად იმოქმედა”.

“ქმედებები, რომლითაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობა ვაიძულეთ, ჩვენი მოქალაქეების დასაცავად განხორციელდა. ამავე დროს, ეს იყო სიგნალი აშშ-სა და NATO-სთვის, რომ გაეთვალისწინებინათ რუსეთის შეშფოთება. კავკასიაში სიტუაცია შეიცვალა. მაგრამ აშშ-მ და NATO-მ ეს ვერ გაიგეს და ვერ მიხვდნენ. დააიგნორეს. გააგრძელეს უკიდურესად საშიში კურსი. 2022 წელს ჩვენ უფრო მკაცრი პასუხის გაცემა მოგვიწია. ახლა მთელი მსოფლიო შეუქცევადად შეიცვალა”. – წერს მედვედევი Telegram-ზე.