“პირველ რიგში მე უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი იმიტომ, რომ როდესაც საქართველოში ჩამოვიდნენ უცხო ქვეყნის პრეზიდენტები 2008 წელს, მაშინ ცეცხლი შეწყვეტილი იყო და უსაფრთხოების ზომები გარანტირებული იყო, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ადგილი არ აქვს, უბრალოდ ლოკალურად ხდება ხოლმე სამშვიდობო კორიდორების გახსნა. ზოგადად, მთელი ეს ტერიტორია, განსაკუთრებით, კიევი და აღმოსავლეთ უკრაინა საბრძოლო მოქმედების ზონაა”
ამბობს ”ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.