„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სოციალურ-ეკონომიკური სფეროსა და სხვა სფეროების განვითარებაში, სახელმწიფოს გაძლიერებაში, როგორც ეს გათვალისწინებულია ორმხრივი შეთანხმებებით. ჩვენთვის წინსვლის ერთადერთი გზა არის წინ – 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება.[…] ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ერთად ამიერკავკასიაზე კონსულტაციების ფარგლებში, რომელიც ბოლო დრომდე ტარდებოდა ჟენევაში. ახლა ჩვენ ვნახავთ, სად არის უფრო მოსახერხებელი ამ სახის შეხვედრის ორგანიზება“,“,
აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას.