“გვაინტერესებს, აღძრა თუ არა იმავე ტიპის სისხლის სამართლის საქმე ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ სამ ადამიანთან მიმართებით, რომლებიც ჰააგის პროკურორის მიერაა დასახელებული, როგორც ბრალდებულები საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ მოქმედებებში.
მეორე – არის თუ არა რაიმე კონკრეტული სამოქმედო გეგმა საერთაშორისო ასპარეზზე იმიტომ, რომ მთლიანად იცვლება სამართლებრივი საფუძვლები, საქართველოს უჩნდება უფლება მოითხოვოს რეპარაცია ანუ ზიანის ანაზღაურება იმ დევნილებისთვის, რომლებმაც უშუალოდ ზიანი მიიღეს 2008 წელს. ფუნდამენტურად შეიცვალა საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა კონკრეტული აქტივობა.
აქვე, მინდა მივმართო სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს, არასამთავრობო თუ იურიდიულ კომპანიებს, რომ მოდით გავაერთიანოთ ძალისხმევა და იქ, სადაც ქართული ოცნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ იცავს, ჩვენ მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ ერთი მხრივ რეპარაცია განხორციელდეს, არამხოლოდ 2008 წლის, არამედ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა აგრესიული ქმედებების საფასურად და მეორე მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე არ ჩამოვიტანოთ საქართველოს საკითხი”- თქვა გიორგი ვაშაძემ.
ელენე ხოშტარიას თქმით, დადასტურდა, რომ “სამშვიდობოებისა და ცხინვალის ეპიზოდში” საქართველოს არანაირი ბრალეულობა არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ომის დაწყების ის ვერსია, რომელიც რუსეთმა და ქართულმა ოცნებამ მოგვახვიეს თავს, არის უბრალოდ დამსხვრეული
“ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ ქართული ოცნება გადადგამს იმ ნაბიჯებს პოლიტიკურად და სამართლებრივად, რომელიც გამომდინარეობს ამ გადაწყვეტილებიდან. უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ იმისთვის, რომ ამ პარადიგმაში ჩვენი ქვეყანა ჩაჯდეს და ვიმუშაოთ, მაგრამ მათ მოცილებამდე ჩვენ ვაპირებთ, ვიპოვოთ პარტნიორები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშაოთ. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, საერთაშორისო სანქციები და დაკავების ორდერი უნდა იყოს გამოწერილი მათ მიმართ. ასევე, რეპარაციები, შეიძლება იყოს გრძელი პროცესი, მაგრამ დღეს ყველანაირი კონტექსტი შექმნილია, რომ ეს ასე მოხდეს და ასევე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში უნდა ვნახოთ კონკრეტული რეზოლუციების ინიცირება. ჩვენ უნდა ვნახოთ მეგობრები, რომლებიც ამას იზამენ იმისთვის, რომ გამყარდეს ეს რეალობა”
დროა, სტრატეგია აღმაშენებელი და გირჩი – მეტი თავისუფლება ეხმაურებიან ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომთან დაკავშირებით.