2008 წლის ომის დროს ანზორ ჩუბინიძე ურეკიდან თურქეთში სწრაფ გასასვლელს ითხოვდა – უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ 2009 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია ხელისუფლებიდან აღარავის ჰქონია.

მისი თქმით, ერთადერთი საკომუნიკაცია წყარო “ქართუ”–ს პრეზიდენტი გიგა ჩრდილელი იყო, რომელსაც ურთიერთობა მხოლოდ მასთან ჰქონდა.

უგულავას განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დღევანდელი ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს თურქეთში გასასვლელს ითხოვდა.

“2008 წლის ომის დროს იყო კომუნიკაცია, როდესაც ანზორ ჩუბინიძე ითხოვდა ურეკიდან თურქეთზე თავისუფალ, სწრაფ გასასვლელს, რომ მზადყოფნა ჰქონოდა გაქცევისთვის. ეს ნამდვილად ასე იყო. მეტი კომუნიკაცია ჩვენ მასთან არ გვქონია”,– ამბობს უგულავა ტვ პირველთან საუბართან.

მანვე აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი 2010–2011 წლებში ბერას “სიძელკა” იყო და მის პრობლემებს აგვარებდა.