ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, 2011 წლის 26 მაისს ხელისუფლებამ ძალას გადაამეტა.
მისი შეფასებით, ეს საქართველოსთვის მძიმე დღე იყო.
„რა თქმა უნდა, 2011 წლის 26 მაისი იყო ბევრი თვალსაზრისით ძალიან მძიმე დღე საქართველოსთვის, სახელმწიფოსთვის, სადაც ხელისუფლებამ გადაამეტა ძალას და ამას ახლა არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ უნდა უარყოფდეს. მიუხედავად იმისა, მაშინდელი ოპოზიცია აპირებდა 26 მაისის აღლუმის ჩატარების ხელშეშლას თუ არა, გამართლება იმას, რაც მოხდა, არ აქვს, არ ჰქონდა და არ ექნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ IPN–ის ცნობით.