“დღეს ამ ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის დამცველებს სამარცხვინო, იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც 8 წლის მანძილზე მუშაობდა, ნაციონალური მოძრაობის დროს, ევროკავშირში ჩვენს მისიაში, დადიოდა 2012 წელს და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი და დღეს, აქ, ამ დარბაზიდან საუბრობს იმაზე, რომ თურმე მაშინდელი ხელისუფლება არაფერს არ აკეთებდა ევროინტეგრაციისთვის.
სიმართლე კი არის მარტივი, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრჩათ თქვენ, ქართულო ოცნებავ, მედროვე. ხალხი, რომელიც ჩაბარდება ყველა ხელისუფლებას, ნაციონალური მოძრაობის დროს ნაციონალი იქნება, ქართული ოცნების დროს ოცნების მსახური იქნება და მათი პირიდან სიმართლე არასდროს ამოვა”,
აცხადებს ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი ”ქართული ოცნების” დეპუტატზე, მაკა ბოჭორიშვილზე.