ოცნების დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ენმ–ს თავმჯდომარე, ნიკა მელია კანონზე მაღლა ვერ დადგება.
მისი თქმით, ნიკა მელიას “ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს”, რადგან 2012 წლის მერე ნაციონალური მოძრაობის წევრი გახდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ კანონზე მაღლა აყენებს თავის თავს – პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი და ახლა უკვე ნიკა მელია. თუ იმას ამბობს, რომ ახლა არ შეასრულებს, მანამდე ხომ შეასრულა და რა გამოდის, რომ კანონზე მაღლა უნდა დადგეს? რას ეუბნება მის თანამოქალაქეებს, მათ რა ქნან, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია? ყველას, მისი მომხრე იქნება თუ სხვა, მოუწოდებენ, რომ არ დაემორჩილონ და არ შეასრულონ კანონის მოთხოვნა. რაც არ უნდა ისაუბროს და სპეკულაციები გამართოს ნიკა მელიამ, მის გონებაში რა ხდება არ ვიცი, იძახის, რომ 2012 წლამდე ოპოზიციაში იყო. ადამიანი, რომელიც ასეთი დანაშაულების მიუხედავად, რაც ამ პარტიამ ჩაიდინა საკუთარი მოსახლეობის წინაშე, 2012 წლის მერე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდება, აქ უკვე ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე,“ – განაცხადა ყაველაშვილმა.