“2021 წლის პირველ 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია 3.2%-ით. მიუხედავად პანდემიისა, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები იზრდება და ადრე არსებული ნეგატიური დინამიკა არის გადატეხილი. ერთ-ერთი მსხვილი კომპონტენტი, რომელიც პრაქტიკულად გაორმაგებულია, არის რეინვესტირება.

ეს ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტორი, რომელიც შემოდის საქართველოში და დებს ინვესტიციებს, დივიდენდების გატანის ნაცვლად, ახორციელებს რეინვესტირებას ქართულ ეკონომიკაში, აფართოებს წარმოებას, საკუთარ ბიზნესს, რაც მყარი ნდობის გამოვლინებაა”

აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა “იმედის” ეთერში.