2012 წლიდან, საფრანგეთი საქართველოს 945 მილიონი ევროთი დაეხმარა – შესაბამის ანგარიშს, საფრანგეთის საელჩო აქვეყნებს. €724 მლნ. საბიუჯეტო სესხებს მოხმარდა, სესხების ოდენობამ კერძო სექტორში185 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო გრანტებში დაიხარჯა – 35 მლნ. ევრო.
თანხები საელჩოს ცნობით, შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 415 მლნ. ევრო ჩაიდო ენეგრეტიკაში;
- 201 მლნ. ევრო – სოციალურ დაცვაში;
- 185 მლნ. ევრო – კერძო სექტორში;
- სასმელი წყალი და წყალარინება – 96 მლნ. ევრო;
- სარწყავი სისტემა – 49 მლნ. ევრო.