”2013 წლის შემდეგ სახელმწიფო ორგანოები ახერხებენ მსგავსი მასშტაბის ძალადობრივი აქტების პრევენციას. რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, ჩვენ სრულად გავითვალისწინებთ იმ სულისკვეთებას, რაც აქვს სტრასბურგის სასამართლოს. რაც შეეხება ამ საქმესთან 5 ივლისის საქმის გაიგივებას, ამაში, რა თქმა უნდა, ვერ დაგეთანხმებით და მოგახსენებთ, რომ ამ საქმეზე გამოძიება დასრულდება და შემდგომში შეიძლება ვისაუბროთ კონკრეტულ შედეგებზე. აქ გარკვეულწილად პოლიტიკური შეფასების გაკეთება, ვფიქრობ, ძალიან ნაადრევია”

განაცხადა, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბერგაძემ და ასევე აღნიშნა, რომ  2013 წლის 17 მაისისა და 2021 წლის 5 ივლისის ჰომოფობიურ ძალადობრივ მოვლენებს ერთმანეთთან ვერ აიგივებს.