ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ გაბუტვის რეჟიმში რჩება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ დაგვითანხმეს, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ […] ვერც რევოლუციის გზით შეგვცვალეს და ვერც არჩევნების, რადგან ამ ყველაფრის გარანტი, პირველ რიგში, ქართველი ხალხია.

ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გადავდოთ, ემოციების ადგილი პოლიტიკაში არაა, ეს უსამართლობა დავივიწყოთ და ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ევროკავშირმა ჩვენი ეს პოზიცია იცის, იციან ჩვენი მზადყოფნა საგნობრივ დისკუსიასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მოედანზეა. ადრე თუ გვიან, მათ მოუწევთ, დასხდნენ და ქართულ ოცნებასთან საუბარი დაიწყონ.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა.