“2014 წლის სექტემბერში, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი და მე ვიყავი ჯანდაცვის მინისტრი, დამირეკა და დამავალა, რომ სასწრაფოდ ჩავსულიყავი კიევში. მეორე დღესვე იქ ვიყავი ჩასული და პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელიც კონფლიქტის დაწყების მერე ჩავიდა უკრაინაში და არ მინდა, რომ დავამადლო, მაგრამ ძალიან დიდი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიტანეთ. თუ ვინმეს შეხვდა ან ვერ შეხვდა არ ვიცი რა მის პროტოკოლს ჰკითხეთ. ამის უკან პოლიტიკური სარჩულის ძებნა ზედმეტი მგონია”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც მიუნხენის კონფერენციაზე ვოლოდიმერ ზელენსკისა და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს არ შეხვდა.