“2015 წელს, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, 1 ტერაბაიტი ინფორმაციით გაიქცა რუსეთში ” – ქართველი სამხედრო, თადარიგის ოფიცერი დავით მაყიშვილი ამის შესახებ “მთავარის” გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრობს. მაყიშვილის თქმით, ამჟამად უცნობია სად იმყოფებასუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, რომელიც წესით სასჯელს უნდა იხდიდეს, თუმცა ციხეში არ არის.
“პირდაპირ კავშირში არიან საქართველოს სპეცსამსახურები რუსულ სპეცსამსახურებთან. ჯერ კიდევ 2015 წელს, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, ქართველიშვილი, ერთი ტერაბაიტი ინფორმაციით, გაიქცა საქართველოდან, ოკუპირებული ცხინვალის გავლით ჩავიდა რუსეთში და ჩაბარდა. ეს ადამიანი რუსებმა გადმოსცეს საქართველოს მხარეს. საქართველოს მხარემ “გაასამართლა” და დღეს კაციშვილმა არ იცის სად იმყოფება ეს ადამიანი. წესით უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ არც ციხეში არ ზის. ჩვენ მეგობრებთან ერთად, დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად ვაწარმოებდით გამოძიებას ამ საკითხზე , ვეძებდით ამ ადამიანს, ვერ ვიპოვეთ. სავარაუდოდ ის გასულია ქვეყნიდან, საქართველოს მთავრობამ გაუშვა ქვეყნიდან, რომ არ ეთქვა ბოლომდე ინფორმაცია, რაც მას ჰქონდა.” – თქვა მაყიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.