უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა 14–15 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ექვსი Su-34M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს.
“14–15 ოქტომბრის ღამეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემა ნეპტუნის გამოყენებით რუსეთის ვორონეჟის ოლქში მდებარე ბორისოგლების სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანეს” – წერია განცხადებაში.
იერიშის შედეგად საავიაციო უზრუნველყოფის აღჭურვილობაც განადგურდა, ხოლო აეროდრომზე დაფიქსირდა განმეორებითი აფეთქებები და ხანძარი.
“Su-34M-ებს შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე მართვადი და ძლიერ ფეთქებადი საავიაციო ბომბი, ასევე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გადაიტანონ. Su-34M-ები წარმოადგენენ ერთ-ერთ ძირითად საფრენ აპარატს, რომლებსაც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებენ უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებსა და ფრონტისპირა დასახლებებზე მართვადი საავიაციო ბომბებით დარტყმების მისაყენებლად”. – ნათქვამია სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ გავრცელებულ ცნობებში.


